ბლოგი

აგროტექნო - agrotechno

მცირე რამ ჩითილების შესახებ

ჩითილის გამოყვანა არის მემცენარეობის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მეთოდი, რომელიც დააინტერესებს იმათაც, ვინც შორსაა მემცენარეობისგან. უპირველეს ყოვლისა, ჩითილის მთავარი დანიშნულება არის არსებითი დროის დაზოგვა. თქვენ აღარ მოგიწევთ ღია გრუნტში დათესილი თესლის აღმოცენების ლოდინი.
გამოცდილი ფერმერებისათვის ჩითილის მომზადების პერიოდი არის ადრიანი გაზაფხული, როდესაც მზადდება მოსაყვანი ბოსტნეულის თესლებისა და საჩითილე ჭურჭლის მომზადება, გაიწერება ღია გრუნტში მზა ჩითილის გადატანის გრაფიკი და სხვ.
საქართველოში ჩითილის მეთოდით უპირატესად გამოიყვანება ისეთი კულტურები, როგორიცაა კიტრი და პომიდორი, ბადრიჯანი და კაბაყი, ყველა სახეობის წიწაკები, კომბოსტო, გოგრა, ნიახური, სტაფილო და ა. შ.
ჩითილისთვის სწორი პირობების უზრუნველყოფა განაპირობებს ხარისხიანი და დროული მოსავლის მიღებას. ამგვარად, მას დასაწყისშივე უნდა შეექმნას კომფორტული გარემო, რათა მივიღოთ სწორად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც კარგად მოერგება ღია გრუნტს. კომფორტში ნაგულისხმევია:

  • მოსაყვანი კულტურის თესლის განვითარებისთვის სწორი შემადგენლობის მქონე აერირებული ნიადაგისა და სასუქების შერჩევა. გარკვეული პერიოდის წინ ფერმერებს უწევდათ ნიადაგის ნარევის დამზადება სახლის პირობებში, ახლა კი გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიძინოთ მზა ნარევი მაღაზიაში
  • ჭურჭლის ზომისა და სახეობის შერჩევა, მაგალითად, პლასტიკური ან ტორფის ჭიქები, კასეტები და სხვ. ხსენებულთა შორის ყველაზე ოპტიმალურია ტორფის ჭიქების გამოყენება, ვინაიდან ტორფი ასრულებს სასუქის ფუნქციასაც და ღია გრუნტში ჩითილის გადატანა შესაძლებელია ჭიქიანად
  • ჩითილის განსათავსებლად თბილი ადგილის შერჩევა, სადაც იქნება ჰაერის ზომიერი ცირკულაცია ორპირი ქარის გარეშე
  • თესლის დამუშავება და თესვისწინა მომზადება
  • რწყვის რეჟიმის დადგენა
  • სწორი ტემპერატურისა და ტენიანობის შერჩევა
  • სათანადო განათების უზრუნველყოფა

ღია გრუნტში ჩითილის გადატანისას გასათვალისწინებელია ნიადაგის ტემპერატურა. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა კულტურები საჭიროებს განსხვავებულ ტემპერატურულ პირობებს. ცივ მიწაში ჩარგვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ფესვებს უჭირს განვითარება, რაც მცენარეს უშლის წყლის და მკვებავი ნივთიერებების შეთვისებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ღია გრუნტში ჩარგული ჩითილის მორწყვა ხდება გარკვეული პერიოდის შემდგომ (კულტურიდან გამომდინარე), რათა ფესვებს შეექმნას მიწაში ღრმად ჩასვლის სტიმული წყლის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ჩითილის ჩარგვა დიდ სიღრმეზე არაა საჭირო.
ღია გრუნტში ჩითილის გადატანის შემდგომ, საწყის ეტაპზე საჭიროა მისი დაცვა ისეთი გარეგანი პირობებისგან, როგორიცაა ჭარბი გამოსხივება და მაღალი ტემპერატურა, თუმცა მზისგან დაცვა არ უნდა არღვევდეს ბუნებრივ აერაციას.
მიწის ზედაპირზე ჰაერის ცირკულაციის გარდა აგრეთვე საჭიროა გრუნტის გაფხვიერება, რომელსაც ახორციელებენ სპეციალური აგრეგატებით. აერაციის დროს ნიადაგი იმდიდრება ჟანგბადით, ხდება მიწის წრებრუნვა, რაც ხელს უწყობს სიღრმისეული ფენებიდან ტენისა და საკვები ნივთიერებების ზედაპირზე ამოტანას.
სათქმელია ისიც, რომ ჩითილის ჩარგვა, სასუქების შეტანა, მორწყვა და შეწამლვა უნდა ხდებოდეს მზის ამოსვლამდე ან ჩასვლის შემდგომ. სხვა შემთხვევაში მზე წვავს ფოთლებს, რომლებზეც აღმოჩნდება წყალი, სასუქი ან ქიმიკატი.
თუ დამწყები ფერმერი ხართ, სასურველია, რომ საჩითილე პროდუქციის შეძენისას გაიაროთ კონსულტაცია კომპეტენტურ სპეციალისტთან, რომელიც მოგახსენებთ შესაძენი გრუნტის შემადგენლობას, სასუქების დამატების ნორმას და ა. შ.
ჩვენ კი ჩითილის მოკლე მიმოხილვას ამით დავასრულებთ. მოხარულნი ვიქენებით, თუ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას ჩითილის მოყვანასთან დაკავშირებით. რომელი კულტურები მოგყავთ ჩითილის მეთოდით?

აგროტექნო - agrotechno
გაზიარება

მოითხოვეთ ზარი

დაგვიკავშირდით

ჩვენ დროულად გიპასუხებთ

მისამართი

კახეთის გზატკეცილი მე-15 კ.მ.
თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა

[email protected]

ტელეფონი

0322 721 100
577 393 062
577 227 778
577 302 577

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 18:00

მოგვწერეთ

თბილისი, მ. ბროსეს #2 ოფისი #17

დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით!