კომპანია „აგროტექნო“ დაარსდა 2013 წელს და არსებობის პირველივე დღიდან მისი მთავარი ფასეულობა არის ქართველი ფერმერების სამუშაო პროცესების გამარტივება. ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა დანიშნულების თანამედროვე მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
„აგროტექნო“-ს დიდ წარმატებად მივიჩნევთ მსოფლიოში ტრაქტორების ისეთი ცნობილი ქარხანა-მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსს, როგორებიცაა „Solis“ და „YTO“. გარდა ამისა, მაღალტექნოლოგიური აგრეგატების სეგმენტში გთავაზობთ წამყვანი ესპანური ბრენდების – „ID David“-სა და „Manez Lozano“-ს – წარმოებულ ტექნიკას. ამასთან, ჩვენს ასორტიმენტს აგრეთვე ამდიდრებს „Solis“-ის, „Agrose“-ს, „Anil Tarim“-ის, „Urmaksan“-ის მისაბმელი და ასაკიდი აგრეგატები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია პროდუქციის საკმაოდ დიდი არჩევანი, „აგროტექნო“ ორიენტირებულია თავისი შესაძლებლობების გაზრდაზე ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა გახლავთ გაყიდული მანქანა-დანადგარების ხარისხი და შემდგომი მომსახურება, რისთვისაც გვყავს გამოცდილი ტექნიკოსების გუნდი.
კომპანია აგროტექნო ბაზრის ერთ–ერთი ლიდერია საქართველოში, იგი 2013 წლიდან აქტიურად ეწევა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის იმპორტს და მიწოდებას, ეცნობა აგრარულ სექტორში მიმდინარე მსოფლიო ტენდენციებს და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს ადგილობრივ მომხმარებლებს.
მისამართი:
კახეთის გზატკეცილი მე-15 კ.მ.
თბილისი, საქართველო
ტელეფონი:
0322 721 100
577 393 062
577 227 778
577 302 577
ელ. ფოსტა:
კახეთის გზატკეცილი მე-15 კ.მ.
თბილისი, საქართველო
0322 721 100
577 393 062
577 227 778
577 302 577
ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 18:00
თბილისი, მ. ბროსეს #2 ოფისი #17