ბლოგი

აგროტექნო - agrotechno

კოლხური ბზა

დღეს გახლავთ ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული – ბზობა. ეს არის წმინდა, ნათელი იმედებით აღსავსე დღე, რომელსაც ავღნიშნავთ სახლში ბზის ნაკურთხი ტოტების მიტანით. მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანებისთვის ეს არის იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის სიმბოლო. კოლხურ ბზას აგრეთვე კავკასიურ პალმას უწოდებენ, თუმცა პალმასთან მას არაფერი აკავშირებს. ეს მეტსახელი მოდის საბერძნეთიდან, სადაც აკურთხებენ პალმის ტოტებს და ამ დღესასწაულს ბაიის კვირას უწოდებენ (ბერძ. „βαΐον“ – „პალმის ტოტები“).

მარადმწვანე მცენარე კოლხური ბზა (Buxus Colchica) არის ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი „მკვიდრი“ მცენარე (რელიქტი, ენდემიკი), რომელიც დედამიწაზე ხარობდა ჯერ კიდევ 30-40 მლნ წლის წინ. არსებობს გადმოცემა, რომ ქალღმერთ ათენას ჰქონდა ბზის ღეროსგან დამზადებული ფლეიტა, რაც გვიჩვენებს იმას, რომ კოლხური ბზა მართლაც არის ერთ-ერთი უძველესი მცენარე, რადგან ნახსენებია ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც.

მცენარემ გადაიტანა ისეთი ბუნებრივი კატაკლიზმები, როგორიც იყო გამყინვარების პერიოდი (დასრულდა 15 ათასი წლის წინ), და გადარჩა კოლხეთის დაბლობზე, რომლის ნოტიო და ამავდროულად თბილი ჰავა აღმოჩნდა მისი არსებობისთვის კომფორტული და ხელსაყრელი. ზუსტად ამიტომ ბუქსუსს დაერქვა კოლხური ბზა – გადარჩენის არეალის მიხედვით.

ბუნებაში ბუქსუსი ძირითადად ბუჩქნარების სახით გვხდება. საკმაოდ ნელავითარდება. მისი სიცოცხლის ციკლი არის 500-600 წელი, რომლის განმავლობაშიიზრდება 15 მ-მდე, ხოლო ღეროს დიამეტრი აღწევს 50 სმ-ს. ღეროს სიმტკიცის გამო ბზას შეარქვეს „რკინის ხე“. მართლაც, ევროპაში მობინადრე ხეებს შორის მისი ღერო არის ყველაზე მყარი. სხვათა შორის, ნაკლებად აქტიური ზრდა-განვითარების გამო ბზა არის დიზაინერებისა და მებაღეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მცენარე, ვინაიდან კრეჭის შემდგომ დიდ ხანს ინარჩუნებს სასურველ ფორმას.

დღესდღეობით კოლხური ბზის მდგომარეობა ძალზედ არასახარბიელოა, ვინაიდან რიგი მიზეზიდან გამომდინარე მას ემუქრება სრული გადაშენება. იგი უკვე შეტანილია რამდენიმე ქვეყნის, მ. შ. საქართველოს, წითელ წიგნში.

დიახ, გამყინვარების პერიოდს გადარჩენილი მცენარის უზარმაზარი კორომები რამდენიმე წლის განმავლობაში გაქრობის საფრთხის წინაშე დადგა.

ძირითადი მეზეზებია უკონტროლო რეწვა-მოპოვება და ბუნებრივი ინვაზიური (შემოსეული) მავნებელი – მწერი „ბზის ალურა“.

ბზის ალურა შემოესია საქართველოს 2012 წელს და დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გაანადგურა ბზის კორომების 95%. ბზის ფოთლები და ყლორტები მისი ძირითადი საკვებია. ბზის ალურასთან ბრძოლა ძალზედ რთული აღმოჩნდა. ნაკრძალებში, სადაც ბზა ხარობს, აკრძალულია ქიმიური პრეპარატებისა და შხამქიმიკატების გამოყენება. სიტუაციას აგრეთვე ართულებს უსწორმასწორო რელიეფი ბუქსუსის ბინადრობის ადგილებში. ამასთან, ჩვენს განედზე ბზის ალურას არც ბუნებრივი და არც კვებითი მტერი ჰყავს.

კოლხური ბზის გადარჩენა ბუნებისთვის მნიშვნელოვანია. მის ბუჩქნარებში იქმნება განსაკუთრებული მიკროკლიმატი, სადაც ბინადრობს სხვადასხვა უნიკალური ორგანიზმი. ბზა აგრეთვე ასრულებს წყალდაცვით და ნაპირსამაგრებელ ფუნქციებს. მისი გაქრობა სრულიად შეცვლის ტყის და მისი მობინადრეების მდგომარეობას.

ბზის გადასარჩენად ნაკრძალებში საჭირო ღონისძიებები ტარდება და საქართველოში აგრეთვე გვყავს მოხალისეები, ვინც სხვადასხვა დასაშვები მეთოდით ცდილობს ბუქსუსის გამრავლებას ბუნებაში შემდგომი გადატანისთვის.

გადარჩენის ერთ-ერთი ხერხი არის მცენარის გახარება თავისი ბაღის მყუდრო დაჩრდილულ ადგილში. მისი მეზობლობა იმუნიტეტს აძლიერებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბუქსუსის ყველა ნაწილი შეიცავს ტოქსინებს, ამიტომ მოკრეჭა უნდა განხორციელდეს ხელთათმანებით. მაისის თვეში ბზა ყვავილობს. მისი ყვავილი არის საკმაოდ მდიდარი თაფლოვანა, თუმცა თაფლი საკვებად გამოუსადეგარია.

კოლხურ ბზას საქართველოს კანონმდებლობა იცავს. ბუნებაში (ტყეებსა და ნაკრძალებში) მისი მოპოვება კანონით ისჯება. თუ ჩვენმა სტატიამ გიბიძგათ იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოთ კოლხური ბზის გადარჩენაში, უმჯობესია შეიძინოთ იგი კანონით დაშვებულ ადგილებში და უზრუნველყოთ სწორი მოვლა კომპეტენტური სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით.

ამგვარად კოლხურ ბზას, როგორც სახეობას, ექნება არსებობის გაგრძელების შანსი.

მოდით, გადავარჩინოთ კოლზური ბზა ერთად

აგროტექნო - agrotechno
გაზიარება

მოითხოვეთ ზარი

დაგვიკავშირდით

ჩვენ დროულად გიპასუხებთ

მისამართი

კახეთის გზატკეცილი მე-15 კ.მ.
თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა

[email protected]

ტელეფონი

0322 721 100
577 393 062
577 227 778
577 302 577

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 18:00

მოგვწერეთ

თბილისი, მ. ბროსეს #2 ოფისი #17

დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით!