აგროტექნო - agrotechno

1. საერთო პირობები

1.1. შპს „აგროტექნო“ (ს.კ 404451133), (შემდგომში „გამყიდველი”/ „კომპანია“), გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში

„კომპანიაში“ შეძენილი ტექნიკის ნაწილები (შემდგომში – „ტექნიკა“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში,

ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება ტექნიკის საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება ტექნიკის

მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ტექნიკის ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური

დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ ტექნიკაზე.

2. სტანდარტული საგარანტიო პოლიტიკა ახალი ტექნიკისთვის

2.1. საგარანტიო პერიოდი – საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება „მყიდველისთვის“ ტექნიკის გადაცემის თარიღიდან ორი კალენდარული

წლის განმალობაში ან 2 000 მოტო საათის შესრულებამდე (რომელიც უფრო ადრე დადგება);

2.2. შეკეთების განსაზღვრება – საგარანტიო პერიოდის განმალობაში კომპანია შეაკეთებს ან შეცვლის შესაბამის ნაწილსა თუ ნაწილებს,

რომლებიც შემსყიდველისგან შეტყობინების მიღების შემდეგ ინსპექტირებისა და დეფექტაციის აქტის შედგენის შედეგად მატერიალური ან/და

ქარხნული დეფექტის მქონედ იქნება მიჩნეული. შეცვლილი ნაწილი/ნაწილები გამყიდველის საკუთრებაში რჩება. ნაწილები ან/და შრომა,

რომლებიც საგარანტიო მომსახურებისთვის გახდება საჭირო, კომპანიის ან მის მიერ პრობლემის აღმოსაფხვრელად უფლებამოსილი პირის მიერ

უსასყიდლოდ იქნება გადაცემული გონივრულ ვადაში, „გამყიდველის” სერვის ცენტრში. ადგილზე მომსახურების შემთხვევაში გამოძახების

თანხას გადაიხდის „მყიდველი“.

საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის

პირობებს.

3. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

„კომპანია“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

3.1. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში ან მოხდება ტექნიკის

თვითნებურად შეკეთება;

3.2. თუ კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ტექნიკის მწარმოებლის კომპლექტაციაში;

3.3. თუ ტექნიკის დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით ტექნიკის არასწორი

ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;

3.4. თუ ტექნიკის დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;

3.5. თუ ტექნიკის შესაცვლელი ან შესაკეთებელი ნაწილი არ წარმოადგენს კომპანიის მიერ დამონტაჟებულ/მიწოდებულ ნაწილს;

3.6. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში არ იქნა დაცული რეგლამენტური მომსახურების სავალდებულო ჩამონათვალი;

4. საგარანტიო ვალდებულებები არ მოიცავს შემდეგს:

4.1. საწვავს;

4.2. საცხებ-საპოხ მასალებს;

4.3. ანტიფრიზსა და აკუმულატორის სითხეს (ელექტროლიტი);

4.4. მუხრუჭის და გადაბმულობის სითხეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.5. ფილტრებს;

4.6. საბურავებს, სამუხრუჭე ხუნდებს და გადაბმულობის დისკს (ფერადოს);

4.7. მექანიკურად დაზიანებულ დეტალებს;

4.8. სარკეებს და კაბინის მინებს;

4.9. კონტაქტებს, კონდენსატორებს, ნათურებს;

4.10. სერვის ჯგუფის გადაადგილების ღირებულებას.

5. შპს „აგროტექნოს“ საგარანტიო ვალდებულებები ან პასუხისმგებლობა არ მოიცავს:

5.1. კონკრეტული მიზნისთვის ტექნიკის გარკვეულ მარკეტინგულ ფორმაში მოყვანას;

5.2. გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ზიანი/დანახარჯები, რაც მიადგება

„მყიდველს“ „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.)

5.3. შეკეთებას, რომელიც გამოწვეულია საგარანტიო პერიოდში რეგლამენტური სავალდებულო მომსახურების უგულებელყოფის გამო;

5.4. შეკეთებას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკის მიწოდების შემდეგ გრძელვადიანი შენახვისთვის საჭირო წესების შეუსრულებლობით;

5.5. კომპანიის სერვის-ცენტრის გარდა, სხვა სერვის-ცენტრის/თვითნებური მომსახურებით გამოწვეული დეფექტის აღმოფხვრას;

5.6. შეკეთებას, რომელიც საგზაო ავარიების ან ტექნიკის არასწორი ექსპლუატაციის შედეგადაა გამოწვეული;

5.7. ტექნიკის შენახვასთან დაკავშირებული მომსახურებების დანახარჯებს (შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა);

5.8. ტექნიკის ქარხანა-მწარმოებლის მიერ ნებადართული მოწყობილობების, ნაწილების და აქსესუარების გარდა სხვათა დეფექტი ან ამგვარი

მოწყობილობების მიერ გამოწვეული დეფექტი.

6. სხვა გარემოებები

6.1. მოცემული პირობების ფარგლებში გარანტია ბათილად ჩაითვლება, თუ „მყიდველი“ ტექნიკაზე განახორციელებს რაიმე მნიშვნელოვან

ცვლილებას ან ტექნიკას გამოიყენებს მისთვის განსაზღვრული შესაძლებლობების მიღმა კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

6.2. დაუშვებელია მოცემული პირობების გადაცემა მესამე მხარისთვის „გამყიდველის“ ინფორმირებისა და რეგისტრაციაში გატარების გარეშე;

6.3. მოცემული პირობები შესაძლოა შეიცვალოს და ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა მხარეთა შორის წერილობითი

ურთიერთშეთანხმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

6.4. „მყიდველი“ ვალდებულია დაზიანებული ტექნიკა საკუთარი სახსრებით გადაიყვანოს კომპანიის სერვის ცენტრში ან აანაზღაუროს სერვის

ჯგუფის ტექნიკის ლოკაციამდე მისვლის ღირებულება რაც განსაზღვრული იქნება რეგლამენტით.

 

დანართი: “SOLIS” ტრაქტორების ნაწილებისა და განმარტებების სია საგარანტიო პერიოდში.

SOLIS ბრენდირებული ტრაქტორის საგარანტიო პერიოდი იყოფა სამ კატეგორიად:

0-50 მ/ს – პირველი, მეორე, მესამე კატეგორია

0-250 მ/ს – მეორე და მესამე კატეგორია

0-2000 მ/ს -მესამე კატეგორია

პირველი კატეგორია

ღვედები, წყლის მილები, ზეთის მილები, რეზინის და ზეთის გამოსასვლელი სარქველები, ზეთის სენსორები, წყლის ტემპერატურის სენსორი და

სხვა ელექტრონული კომპონენტები, როგორიც არის სხვადასხვა სენსორები და ძაბვის რეგულატორები.

მეორე კატეგორია

გენერატორი, სტარტერი, საქარე მინის გამწმენდი, ტურბო დამბერი, ინტერქულერი, თერმოსტატი, ჰიდრავლიკური გამანაწილებელი,

ჰიდრავლიკური ცილინდრი, ჰიდრავლიკური ზეთის ტუმბო, სწრაფი შეერთებები, ჰიდრავლიკური სისტემის სხვა ნაწილები და საწვავის

მიწოდების სისტემა.

მესამე კატეგორია

ძრავი, გადაცემათა კოლოფი, წინა ხიდი და უკანა ხიდი.

„მყიდველი“ ვალდებულია დაიცვას „გამყიდველის“ რეგლამენტით (რომელიც „მყიდველს“ ჩაბარდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან

ერთად) დადგენილი ექსპლოატაციის წესები. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გაიაროს ნებისმიერი სახის მომსახურება და ნებისმიერი

სათადარიგო ნაწილი შეიძინოს მხოლოდ შპს „აგროტექნოს“ ტექ. მომსახურების ცენტრში,

მისამართზე: ქ. თბილისი, კახათის გზატკეცილი მე-15 კმ.

საგარანტიო პირობების მოქმედების ვადის ათვლა იწყება, მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან.

რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს საგარანტიო პირობების მოქმედება.

მოითხოვეთ ზარი

დაგვიკავშირდით

ჩვენ დროულად გიპასუხებთ

მისამართი

კახეთის გზატკეცილი მე-15 კ.მ.
თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა

[email protected]

ტელეფონი

0322 721 100
577 393 062
577 227 778
577 302 577

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 18:00

მოგვწერეთ

თბილისი, მ. ბროსეს #2 ოფისი #17

დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი ჩვენ დაგიკავშირდებით!